Saturday, May 23, 2015

ინტერვიუ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და CENN-ის მხარდაჭერით ჩატარებული პროექტის ,, ტყე შეშა არ არის'' ფინალისტთან შოთიკო მიდელაშვილთან

-გამარჯობა
-გაგიმარჯოს
-რამოდენიმე კითხვა მაქვს გარემოს შესახებ და შეგიძლია მიპასუხო?
-შევეცდები დაგეხმაროთ
-კარგი.. გიყვარს ბუნება?
-კი ძალიან მიყვარს და ამავდროულად ვცდილობ რაც შეიძლება მეტი დრო დავუთმო
-ძალიან კარგი... რომელია შენი საყვარელი ადგილი?
-ჩემი სოფელი ძალიან მიყვარს ბევრი ლამაზი ადგილია სადაც ძალიან ლამაზად აღიქმება ბუნების სილამაზე
-შენი აზრით ემუქრება თუ არა რაიმე პრობლემა ამ ლამაზ ადგილებს?
-ხალხის უგუნურმა საქციელმა შესაძლოა რაიმე საფრთხე შეუქმნას ამ სილამაზეს მაგრამ სამაგიეროდ ჩვენ უნდა დავიცვათ
-რა საფრთხე ემუქრება ადამიანის მხრიდან ბუნებას?
-ძირითადად უკანონო ტყის ჭრა და დაბინძურება
-ჩვენ როგორ შეგვიძლია დავიცვათ ბუნება?
-არ უნდა დავუშვათ უკანონო ტყის ჭრას და დაბინძურების შემთხვევაში მცირედი დრო გამოვყოთ ყველამ და დავასუფთავოთ გარემო პრობლემა გადაწყდება. და რაღა თქმაუნდა ჩვენ არ უნდა დავაბინძუროთ გარემო
-შენი სახსრებით შეგიძლია რაიმე პროექტი განახორციელო?
-პროექტს ვერ დავარქმევ მაგრამ გაერთიანებული ძალებით ბევრჯერ დაგვისუფთავებია გარემო
-ძალიან კარგია.. როგორ მოგწონს საქართველო ბუნების დაცვის მხრივ?
-საქართველოში ბევრი რამ კეთდება ბუნების დაცვის მხრივ მაგრამ როგორც სხვა ბევრი აქაც გადასახედია რამოდენიმე საკითხი
-რას მოუწოდებდი მომავალ თაობას ამ საკითხის შესახებ?
-მომავალ თაობას უბრალოდ ვთხოვდი რომ დაიცვას ბუნება და გააცნობიეროს თავისი ვალი ბუნების წინაშე
-ძალიან კარგი.. მადლობთ ინტერვიუსთვის კარგად ბრძანდებოდეთ
-არაფრის ნახვამდის საინტერესო იყო თქვენთან საუბარი

No comments:

Post a Comment