Sunday, May 24, 2015

კლიმატის ცვლილება

ბოლო წლებში ძალიან დიდი ცვლილება დაეტყო დედამიწის კლიმატს! რას ნიშნავს კლიიმატის ცვლილება დედამიწაზე? კლიმატის ცვლილება დედამიწაზე ნიშნავს იმას, რომ დედამიწა დადგა უდიდესი პრობლემის წინაშე, ადამიანის დამსახურებითრასაც ადამიანები ,,გლობალურ დათბობას'' ვუწოდებთ. მართლაც ბოლო წლებიში ამ საკითხმა ძალიან დააფიქრა ხალხი იმიტომ, რომ კლიმატის აშკარა ცვლილებები იგრძნობა დედამიწაზე და აგრეთვე ძალიან ცუდი შედეგები მოაქვს ამ ყველაფერს და თუ ასე გაგრძელდა კიდევ და კიდევ უფრო ცუდი შედეგებით დამთავრდება ეს ყველაფერი. მაინც რა ცუდი შედეგები მოაქვს და რა ცუდი შედგები შეიძლება მოუტანოს გლობალურმა დათბობამ დედამიწას? რათქმაუნდა მეცნიერები ამ ყველაფერს თავისი ენით განმარტავენ, მაგრამ ახლა მინდა რომ ჩემი აზრი დავწერო ამ თემასთან დაკავშირებით. მართალია ჩემით არაფერი არ მომიგონებია და ეს ყველაფერი მეც წაკითხული მაქვს მაგრამ მაინც შვეცდები, რომ გლობალური დათბობა ჩემი გადმოსახედიდან დავანახო მკითხველს. ადამიენბის საქმიანობის შედეგად ჰაერი ბინძურდება, რაც იწვევს კლიმატის ცვლილებას და შესაბამისად გლობალურ დათბობასაც. გლობალური დათბობისას ჰაერში მოიმატება ნახშირორჟანგი და ეს იწვევს ჰაერის ტემპერატურის მომატებას რაც ძალიან ცუდად მოქმედებს დედამიწაზე. კერძოდ: შეინიშნება მყინვარების დადნობა, მართალია ჯერ-ჯერობით საგანგაშოდ არა მაგრამ თუ ასე სისტემატიურად გაგრძელდა ჰაერის დაბინძურება, მაშინ უფრო მეტად მოიმატებს ტემპერატურა და მყინვარების დნობა. დროთა განმავლობაში კი დედამიწაზე წყლის დონე მოიმატებს და ძლაინ ბევრ ქვეყანასა და კუნძულს გაქრობა ემუქრება. ამას აგრეთვე ცუდი შედეგი მოაქვს დედამიწაზე სიცოხლისთვის.

No comments:

Post a Comment