ეკოლოგიური პრობლემები ყველა ქვეყანას აწუხებს, მაგრამ ქვეყნის მაცხოვრბელები და ქვეყნის მმართველები ყველანაირად ცდილობენ, რომ როგორმე გადაჭრან ეს უდიდესი პრობლემა. ზოგიერთ ქვეყანამ მართლაც შეძლო ამ პრობლემის გარკვეულ წილად დაძლევა, მაგრამ სამწუხაროდ ზოგიერთ ქვეყანას ეს პრობლემა ფართო მასშტაბით დღესაც აწუხებს. ასეთი ქვეყანაა ინდოეთი. ინდოეთი აღიარებულია მსოფლიოს ყველაზე დაბინძურებულ ქვეყანად. ეს მართალიც არის. როდესაც მე გავეცანი ინდოეთის ზოგიერთი ქუჩის სურათებს ძალიან შევწუხდი, რადგან არ მეგონა თუ ასეთი დაბინძურებული ადგილები კიდევ თუ არსებობდა. ქუჩებში ნაგავსაყრელია გაკეთებული. ეს უბრალოდ კატასტროფაა! უბრალოდ წარმოიდგინეთ რამდენი პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს ამ ყველაფერმა. პირველ რიგში დაავადებები გავრცელდება, შემდეგ ამ ქუჩებში პირუტყვს უწევს სიარული რის შედეგადაც ისინი ჭამენ ნაგავს, ეს კი გარკვეულ პრობლლემებთან ასოცირდება. და არა მხოლოდ ეს პრობლემები, ვინ მოსთვილს ინდოეთის დაბინძურებული ადგილების პრობლემებს... მე გთავაზობთ ფოტოსურათს და თქვენ თვითონ შეაფასეთ ინდოეთის პრობლემები.
No comments:
Post a Comment