Thursday, May 28, 2015

ბუნება ჩემი სულის მკურნალია!

არ ვიცი ახლა ეს პოსტი რა შუაშია თემასთან ,,ბუნების დამცველი'', მაგრამ მე რატომღაც გამიჩნდა სურვილი, რომ დამეწერა ის, თუ რას წარმოადგენს ბუნება ჩემთვის. მე ძალიან მიყვარს ბუნება❤. ბუნებაში მარტო ყოფნას, სიწყნარეს, წერას და ხატვას არაფერი სჯობს😊😊... ძალიან ბევრჯერ როდესაც ბუნებაში ვყოფილვარ მინატრია, რომ იქ სახატავი რვეულის თუნდ ერთი ფურცელი, გუაშები და ფუნჯი მქონიყო, რომ ჩემი განწყობა ბუნების მიმართ ხატვით მაინც გადმომეცა😊❤ ბუნების სიყვარული მე ბავშვობიდან მაქვს😊😊❤ როდესაც პატარა ვიყავი (4-5 წლის ასაკში) და გამაბრაზებდნენხოლმე მაშინვე ბაღში გავრბოდი.. იქ ბევრი ხეებია🌳🌳 ისიც ერთგვარი ბუნებაა, მაშინ კი  ძალიან ბევრს ნიშნავდა ჩემთვის... რათქმაუნდა ახლაც ასეა, მაგრამ პატარაობისას მაინც უფრო მგრძნობიარეები ვართხოლმე...😍😍 ახლაც პატარა ვარ 😍😍😍 მაგრამ 4 წელთან შედარებით 14 წელი მაინც მნიშვნელოვანი განსხვავებაა... ახლა რო დავფიქრედბი ვხვდები, რომ მხოლოდ ბუნებაშია ადამიანი ყველანაირად თავისუფალი... მე ხშირად როდესაც ცუდად ვარ ან რაიმე ცუდი მოხდება ყოველთვის განმარტოებით მიყვარს ყოფნა და მითუმეტეს თუ ბუნებაში ვარ😊😊 არ შეიძლება ადამიანი ცუდად იყოს და ბუნებაში ყოფნისას კარგად არ გახადოს მზემ☀ ხეებმა🌳🌳 ჩიტებმა🐦 მოკლედ ყველაფერმა რაც ბუნებაშია!😊😊😊 ბუნება ადამიანის სულის მკუნალია! ჩემი თხოვნაა, გავუფრთხილდეთ ბუნებას და არ დავაბინძუროთ☝🚯

No comments:

Post a Comment