Friday, May 22, 2015

ტყის ხანძრები

ტყეები ძალიან მნიშვნელოვანია მთელი დედამიწისათვის და მასში მცხოვრები ცოცხალი ორგანიზმებისათვის. ტყის განადგურება დედამიწაზე, ნიშნავს იმას, რომ დედამიწაზე განადგურდება სიცოცხლე. სამწუხაროდ ძალიან ხშირად ხდება ისე, რომ სხვადასხვა მიზეზების გამო დედამიწაზე იკლებბს ტყეების ხვედრითი წილი. მაინც რა ანადგურებს ტყეებს? ტყეებს ანადგურებს ადამიანი. იმიტომ, რომ ადამიანს ხე სჭირდება სხვადასხვა ნივთების დასამზადებლად, ან თუნდაც გასათბობად. მაგრამ მხოლოდ ადამიანი როდის ანადგურებს ტყეებს? ტყეები ნადგურდება ბუნებრივადაც.მაგალითად ტყის ხანძრებით. საქართველოში ბოლო 5 წლის განმავლობაში ხანძრის შედეგად ყველაზე მეტად აბასთუმნისა და ბორჯომის ტყე დაზარალდა. 2005 წელს კურორტ აბასთუმნის ტერიტორიაზე 500 ჰა-მდე ტყის მასივი განადგურდა, ხოლო აგვისტოს ომის დროს ბორჯომში გაჩენილი ხანძრის შემდეგ ბორჯომის ხეობაში კლიმატი საგრძნობლად შეიცვალა. შემდეგ კი როგორც მოსახლეობა აღნიშნავს იმატა ღვარცოფებმა და სხვა სტიქიურმა მოვლენებმა. მართლაც ტყე ძალიან მნიშვნელოვანია და მისი განადგურება ძალიან ცუდია ჩვენთვის.

No comments:

Post a Comment