Monday, May 11, 2015

სმოგი

პირველ რიგში განვმარტავ სიტყვა ,,სმოგს'' რადგან ის შეიძლება მკითხველების 50%-მა არ იცოდეს. თუმცა მე აქ იმიტომ ვარ, რომ მკითხველს დამატებითი ინფორმაციები მივაწოდო და ჩემი აზრი გავაცნო. სმოგი-შავი სქელი ნისლი, რომელიც წარმოიქმნება ბოლისა და მჭვარტლისაგან დიდ ქალაქებსა და სამრეწველო ცენტრებში. სმოგი ძირითადად გავრცელებულია განვითარებულ ქვეყნებში და ალბათ მიზეზიც ცნობილია, იქ ბევრი მანქანა დადის და აგრეთვე ძალიან ბევრი ქარხნებია. სმოგს ძალიან ბევრი უარყოფითი თვისება გააჩნია. რათქმაუნდა ასეთი ცუდი ნივთიერებებით შედგენილი ჰაერის მასა ძალიან ცუდი იქნება როგორც გარემოსთვის ასევე ადმიანებისათვის და ყველა ცოცხალი ორგანიზმისათვის. მაშინ ბევრი იტყვის და დასვამს ასეთ კითხვას: მართალია ჰაერს ეს ქარხნები აბინძურებს, მაგრამ თუ ქარხნებს შევაჩერებთ მაშინ როგორღა შევქმნათ სასიცოცხლოდ აუცილებელი საგნები ან თუნდაც ნივთები? ეს კითხვა მართლაც სააზროვნოა. ამ კითხვაზე ყველას საკუთარი შეხედულება აქვს და მეც ჩემებურად გავცემ ამ კითხვას პასუხს: ჩემი აზრით, საჭიროა ისეთი ტექნოლოგიების შემოტანა რომელიც ნაკლები რაოდენობით გამოყოფს ისეთ ნივთიერებებს რომლებიც წარმოქმნის თუნდაც სმოგს. აგრეთვე რაც ყველაზე მნიშვნელოვანია დავრგოთ ხე იმისათვის, რომ მცენარეებმა დიდი რაოდენობით გაწმინდონ ჰაერი და შემდეგ უფრო ნაკლებად შეგვაწუხებს სმოგი და აგრეთვე სხვა პრობლემები, რომლებიც დღეს მთელს მსოფლიოს აწუხებს.

No comments:

Post a Comment