Sunday, May 3, 2015

პრობლემის გადაჭრა

  ჩემს წინა პოსტებში ყურადღება გამახვილებული მქონდა ძირითადად ეკოლოგიურ პრობლემებზე. დედამიწას მართლაც უდიდესი პრობლემა აწუხებს გარემოს დაბინძურების სახით, მაგრამ რათქმაუნდა ამ პრობლემების გადაჭრა შესაძლებელია თუ ადამიანები მოვინდომებთ და ყურადღებით მოვეკიდებით ამ საქმეს, ვინააიდან ამ პრობლემას მართლაც დიდი ყურადღება ესაჭიროება და უმჯობესი იქნება თუ დედამიწის ყოველი მოსახლე იზრუნებს ამ პრობლემის გადაჭრაზე. პრობლემის გადაჭრის გზას ყველა სხვადასხვანაირად აღიქვამს, რაც მართლაც ჩანდა გურო ბადუაშვილის ინტერვიუში. შევეცდები კიდევ უფრო მეტი ადამიანისაგან ავიღო ინტერვიუ, რათა გავიგო მათი აზრი ამ თემის შესახებ. ახლა კი მოგახსენებთ ჩემს აზრს ამ თემის და პრობლემის გადაჭრის შესახებ.
  ჩემი აზრით, დედამიწის ყველა ეკოლოგიური პრობლემა, მაგალითად გლობალური დათბობა გამოწვეულია გარემოს დაბინძურებით. ჰაერში ნახშირორჟანგის დიდი რაოდენობით დაგროვება იწვევს ჰაერის დაბინძურებას და ეს უშუალო კავშირშია გლობალურ დათბობასთან. მე გამოსავალს ვხედავ გამწვანებაში. მართლაც, რაც უფრო მეტი ხე-მცენარე იქნება დედამიწაზე მით ნაკლები ნახშირორჟანგი იქნება დედამიწაზე. შესაბამისად  ხის დარგვით ჩვენ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ მოსალოდნელი პრობლემა. ამიტომ კარგი იქნება თუ უფრო მეტ ხეს დავრგავთ და შევამცირებთ ტყის ჭრას. ჩემი აზრით ეს ერთ-ერთი ეფექტური გამოსავალია დიდ პრობლემასთან საბრძოლველად.

No comments:

Post a Comment