ბუნება ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანისათვის, მაგრამ ბუნება ადამიანს მხოლოდ არსებობისათვის როდის გვჭირდება? ალბათ ბევრი იტყვის აბა სხვა რაღაში გვჭირდებაო? მაგრამ ახლა მოვიყვან ერთ მაგალითს, რომლითაც ალბათ ბევრი დარწმუნდება და ბევრს გაახსენდება რომ ბუნება კიდევ ბევრ რამეში გვეხმარება ადამიანს. მაგალითად გათენდა დილა... საწოლიდან წამოდგები და ფანჯრიდან დაინახავ, რომ გარეთ საშინელი ამინდია... წვიმს, ცივი ქარი ქრის, ნისლია ალბათ ყველას ცუდი განწყობა ექმნება და მთელი დღე ცუდი ხასიათით მოგვიწევხოლმე ყოფნა. მაგრამ თუ დილით მზის სხივები გააღვიძებს ადამიანს, გაიგებს ჩიტების ჭიკჭიკს, ბუნება როდესაც ხარობს ადამიანს ექმნება კარგი განწყობა და შემდეგ მთელი დღე უნარჩუნდება.. ხოლო როდესაც ადამიანი ბუნებაში იმყოფება მაშინ ის სულ მხიარულია. ამიტომ ბუნება ნამდვილად დიდ გავლენას ახდენს ადამიანზე და ძალიან მნიშვნელოვანიც არის როგორც საარსებოდ, ისე ფსიქოლოგიურადაც.
No comments:
Post a Comment