Wednesday, May 13, 2015

მე ბუნების მიმართ♥♥


ლამაზი ბუნება.. მთა... მწვანდ მოფენილი მდელოები.. მოჭიკჭიკე ჩიტები.. მოჩუხჩუხე პატარა მდინარე... მის გვერდით პატარა ჰამაკი და წიგნი... ეჰ რამდენჯერ მიოცნებია ასეთ ადგილას წიგნის კითხვა... რა სჯობს ლამაზ ბუნებაში ყოფნას.. ალბათ ჩემსავით ბევრს გასჩენია ასეთ ადგილას ყოფნის სურვილი... კითხვით თვალებ დაღლილი ფეხშიშველი ბალახზე სიარული.. შემდეგ კი გული რაღაც საოცრად დაიწყებს ძგერას... ამ დროს გული გვეუბნება უბრალოდ ვირბინოთ.. ვირბინოთ დაუღალავად... შემდეგ წვიმა.. გაზაფხულის წვიმა... ალბათ ბევრი გრძნობს გაზაფხულის წვიმის შემდეგ დატრიალებულ მიწის სუნს... თუმცა ალბათ ეს მხოლოდ სოფელში ხდება... მაგრამ მთავარი რომ სოფელში მაინც ხდება... მიყვარს ბუნება! მიყვარს წვიმა! მიყვარს მთა! მიყვარს მწვანედ მოფენილი მდელოები! უბრალოდ... უბრალოდ გული მწყდება როდესაც ბუნების სურათის ასეთ სილამაზეს უაზროდ მიმოფანტული ნაგავი აფუჭებს...

No comments:

Post a Comment