დღეს გიორგობაა და ყველას ვულოცავ ამ დღეს.. წმინდა გიორგის მადლი შეგეწიოთ! სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით მე და ჩემმა კლასელებმა გადავწყვიტეთ გვერდით მდებარე სოფელ ერტისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში წავსულიყავით. მართლაც ულამაზეს ადგილას მივდიოდით. ეკლესია მთლიანად მწვანეშია ჩაფლული, ირგვლივ სილამაზეა, მზეც ლამაზად ანათებდა ეკლესიის ეზოს... ეკლესიის გვერდით პატარა წყარო მოჩუხჩუხებდა და გადავწყვიტეთ იქ წავსულიყავით, მაგრამ იქ საშინელი ვითარება დაგვხვდა. ზემოთ კლდეზე პატარა ხევია. მართალია ხევი გამწვანებული იყო, მაგრამ იქაურობა ნაგვით იყო სავსე. არგვესიამოვნა ეს ვითარება არცერთს. ამიტომ მართალია დაღლილები ვიყავით მაგრამ ის ადგილი შეძლებისდაგვარად გავასუფთავეთ. მართალია მთლიანი ტერიტორია ვერ დავასუფთავეთ იმიტომ, რომ ნაგავი საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე ეყარა, მაგრამ ჩვენ მაინც ვეცადეთ, რომ ნახევარზე მეტი, ნაგავისაგან გავასუფთავეთ. მე ამ ყველაფერს გადავუღე სურათები და ახლა მინდა ყველამ ნახოს ის თუ როგორ ზიანს აყენებენ ადამიანები გარემოს, რომელშიც თვითონვე ცხოვრობენ და კიდევ ის, თუ როგორ შეგვიძლია ადამიანებს გავუმკლავდეთ ამ პრობლემებს. (პირველ სურათზე ძალიან დანაგვიანებული გარემოა, მეორე სურათზე კი ნაგავი არ ჩანს, მართალია ნაგვის დიდი ნაწილი ავკიფეთ მაგრამ მაინც დარჩა და სამწუხაროდ მეორე სურათზე არ ჩანს)
No comments:
Post a Comment