Friday, May 22, 2015

ბუნების მნიშვნელობა

მართალია უკვე დავწერე რამდეჯერმე ჩემი ბუნებისადმი დამოკიდებულება, მაგრამ კიდევ უნდა დავწერო... რომ შემეძლოს ამ თემაზე არ გავჩერდებოდი ისე ვილაპარაკაბდი იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს ბუნება. მითუმეტე საქართველოს ბუნებას ხომ არაფერი სჯობს! განსაკუთრებით კი მთა მიყვარს.. ალბათ უკვე ნაცნობია ეს მკითხველისათვის. ბარში ვცხოვრობ და სულით მთაში ვარ! მაინც რა მიზიდავს მთაში? რათქმაუნდა პირველ რიგში მთის ბუნება.. ის ხომ არაჩვეულებრივია! მართლაც ადამიანს რომ რაიმე ადგილი მოეწონოს პირველ რიგში ბუნება უნდა იყოდ მშვენიერი. აბა წარმოვიდგინოთ რომელი ადგილი უფრო დასამახსოვრებელი და კარგი იქნება: დაბინძურებული ადგილი სადაც ნაგავი ყრია და ირგვლივ ცუდი სუნი დგას, თუ სუფთა ადგილი სადაც ჩიტების მხიარული ჭიკ-ჭიკი ისმის და ირგვლივ სასიამოვნო სუნი დგას? რათქმაუნდა მეორე ადგილი უფრო კარგი იქნება.. ამიტომ მიჩნდება ასეთი კითხვა: როდესაც ადამიანმა იცის ბუნების მნიშვნელობა, რატომ აბინძურებს სისტემატიურად ბუნებას? შეიძლება ერთი ბოთლი ან პოლიეთილენი გადააგდოს ერთმა ადამიანმა.. მაგრამ დედამიწაზე მილიარდობით ადამიანი ვცხოვრობთ. ამ კითხვაზე პასუხს ვერ ვცემ სამწუხაროდ... ან ალბათ იმიტომ, რომ ადამიანები არ ვართ ისეთები როგორებიც უნდა ვიყოთ.. მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა მე დავიცავ ბუნებას! და მოვუწოდებ ყველას რომ გავუფრთხილდეთ ჩვენს ბუნებას!

No comments:

Post a Comment