|
ოზონის ხვრელი |
ოზონის შრე სტრატოსფეროში მდებარეობს და გვიცავს მზის ულტრაიისფერი სხივებისაგან.ბოლო ხანებში ფრეონის ფართო გამოყენებამ აეროზოლის ბალონებში, მაცივრებსა თუ კონდიციონერებში გამოიწვია ამ აირის იმაზე მეტი რაოდენობით დაგროვება, ვიდრე ატმოსფეროს შეულძლია შეიწოვას. ატმოსფეროში მოხვედრისას ეს აირები იშლებიან და წარმოქმნიან ქლორს, რომელიც, თავის მხრივ, აზიანებს და ანადგურებს ოზონის შრეს. 1985 წელს, როდესაც ოზონის შრის სამხრეთ ნახევარსფეროზე გაჩნდა ხვრელი, მეცნიერები პირველად ალაპარაკდნენ მოსალოდნელი საშისროების შესახებ. 1995 წელს ოზონის შრე დაირღვა არქტიკისა და ჩრდილოეთ ევროპის თავზე რაშიც დიდი როლი ითამაშა წინა საუკუნეში კოსმოსში გაგზავნილმა ხომალდებმა და თანამგზავრებმა, რომელმაც დაარღვია ოზონის შრის მთლიანობა. მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ ეს მოვლენები ოზონის სრის თანდათან შეთხელებას გამოიწვევს პლანეტის სხვა ნაწილებშიც. ამ შემთხვევაში მავნე რადიაციის საფრთხე გაიზრდება.
|
გარღვეული ოზონი |
No comments:
Post a Comment