Thursday, May 21, 2015

მთა ჩემი სულია!

რა კარგია მთა... განსაკუთრებით კი ადამიანებს ზაფხულში ენატრებათ მთა! როდესაც ბარში  მზე არის გაბატონებული და ირგვლივ ყველაფერი ცხელია, სწორედ ამ დროს მთაში სიგრილეა! მაგრამ მხოლოდ ზაფხულში როდის არის კარგი მთა? ჩემთვის მაგალითად მნიშვნელობა არ აქვს მთაში ზაფხულია თუ ზამთარი... მართალია მე არ ვარ ნამყოფი საქართველოს არც ერთ მთიან კუთხეში, მაგრამ შორიდან შევტრფი მთას! რადგან მე მჯერა, რომ მხოლოდ მთაშია თავისუფლება! უბრალოდ, რომ წარმოვიდგენ მთაში ირგვლივ ლამაზი ბუნება, უძირო ზეცა, დათოვლილი მთები, იქ სადღაც კი პატარა ხის სახლი... გარეთ ცივა, თოვლი ადევს მთებს, ამ დროს ხის სახლში თბილა... ხანდახან მართლაც გამიტაცებს ხოლმე ოცნებები მთაში! მე მთის ბუნება მიყვარს! მთა მიყვარს! ირგვლივ ისეთი სუფთა ჰაერია, რომ ადამიანს იქიდან წამოსვლა არ მოუნდება! კითხვისას ბევრი იტყვი თუ არ ყოფილა მთაში აბა საიდან იცის რო იქ კარგი ჰაერიაო? მაგრამ ალბათ ამ კითხვის დასმისას ადამიანი მაშინვე მიხვდება რატომ ვამბობ, რომ მთაში სუფთა ჰაერია! ალბათ კიდევ იმიტომ, რომ მთიიან რეგიონებიდან ადამიანები სისტემატიურად მოიწევენ ბარში... შესაბამისად მთაში ცოტაა მოსახლეობა და იქ ნაკლებად ბინძურდება გარემო. თუმცა მაინც ბინძურდება მთაც! ოხ ადამიანო! სად არ უნდა წავიდეს, რომ თავისი კვალი არ დაატყოს იმ ადგილს! მხოლოდ მთას ვერ დააკლებს ადამიანი ვერაფერს! რატომ? იმიტომ რომ მთა იოლად დაძლევს ადამიანის მიერ მიყენებულ ზიანს... ალბათ ამიტომ მიყვარს მთა!

No comments:

Post a Comment