Wednesday, May 20, 2015

გარემოს დაცვა საქართველოში და საზღვარგარეთ

სიმართლე, რომ ვთქვა ამ პოსტის წერა იმის შემდეგ გადავწყვიტე, როდესაც ჩემმა გეოგრაფიის მასწავლებელმა ერთი საინტერესო ფაქტი მოგვიყვა. გაკვეთილის თემას გადავუხვიეთ და დავიწყეთ გარემოს დაცვაზე საუბარი. მასწავლებელმა გაგვაცნო ის პროექტები რომელიც ეხება გარემოს დაცვას და ნარჩენების შემცირებას მსოფლიოში. მართალია ზუსტი და ვრცელი ინფორმაცია ვერ მოგვაწოდა, რადგან საგაკვეთილო პროცესში ვერ ჩავეტეოდით, მაგრამ ნაწილობრივ გვიამბო იმის შესახებ, რომ მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში მუშაობენ პროექტებზე რომლებიც ითვალისწინებს გარემოს დაცვას. მონაყოლიდან მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ამ პროექტის მეშვეობით ძალიან დიდი რაოდენიბით ნარჩენი გროვდება ერთ დიდ შენობაში, რომელის სურათების ნახვის შემდეგ მასწავლებლების უმეტესობას თავიდან მუზეუმი ეგონათ. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ადამიანს თავის მხრივ უბიძგებს ნაგვის გადაყრიდაკენ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი გარემოს დაცვა ნარჩენებისაგან შემუშავებულია თურქეთში, რომელიც მე ძალიან მომწონს. ქუჩებში დგას დიდი სანაგვე ურნები. ის საჭმელს აჭმევს უპატრონო ძაღლებს მაშინ როდესაც ადამიანები იქ ნაგავს ჩაყრიან. აგრეთვე ქვემოთ მოცემულ სურათებში უფრო კარგად ჩანს გარემოს დაცვა საქართველოში და საზღვარგარეთ. 
სანაგვე ურნები საქართველოში
სანაგვე ურნები იაპონიაში

No comments:

Post a Comment