ბოლო ათწლეულის განმავლობაში, საგრძნობლად გაიზარდა შესაფუთი მასალების წილი- პლასტიკა, მუყაო, ქაღალდი, ფერადი მეტალები საქართველოს ქალაქებისთვის საყოფაცხოვრებო ნარჩენების საერთო ნაკადში საგრძნობლად გაიზარდა საკვები და მცენარეული ნარჩენი, მაკულატურა, პოლიმერიული მასალები, მინა და სხვა. საქართველოში, სადაც 63 ნაგავსაყრელია, მხოლოდ ორია სანიტარული ნაგავსაყრელი, რომლებიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ქვეყანაში მათ გარდა უამრავი უკანონო ნაგავსაყრელებია. სადაც საუბარი ზედმეტია რაიმე სტანდარტებთაბთან შესაბამისობაზე. რეგიონებში, კი მცირე მუნიციპალიტეტებში ამ სახის მომსახურება, ძალიან მცირე პროცენტს მიეწოდება დაახლოებით, 30-40 პროცენტს. მაღალმთიან რეგიონების მოსახლეობა საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ხევებსა და ზოგჯერ პირდაპირ მდინარეშიც კი ყრის, ამის ნათელი მაგალითია, სვანეთში, მესტიის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული თვითნებური ნაგავსაყრელი, ასევე აბასთუმნის თვითნებური ნაგავსაყრელი და ა.შ. ასეთივე ნაგავსაყრელებს შევხვდებით მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში, მაგალითად, სამტრედიასთან, დიდ ჯიხაიშის მოსახლეობა ორმოებს თხრის და საყოფაცხოვრებო ნაგავს ყოველგვარი უსაფრთხოების ნორმების დაცვით საყოფაცხოვრებო ნარჩენებს იქ ათავსებს, რაც შემდეგ ტოქსიკური ხდება და ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. ჩემი აზრით საჭიროა ამ ფაქტებს ადამიანებმა დიდი ყურადღება მივაქციოთ. მართალია ჯერ მეც და ჩემს თანატოლ მოსწავლეებს არ შეგვიძლია მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, მაგრამ სამაგიეროდ შეგვიძლია განვახორციელოთ ისეთი პროექტები, რომლის მეშვეობითაც ბევრი ჩვენი თანატოლი გაიგებს თუ რა შედეგების მომტანია ადამიანის ასეთი ასქმიანობა ბუნებაზე. ეს ყველას და მათ შორის ჩემი მოვალეობაც არის! მე ვიზიარებ იმ აზრს,რომ ბუნებას დაცვა სჭირდება და აგრეთვე ვემზადები პროექტისათვის რომლის მეშვეობითაც უფრო მეტი მოსწავლე შეიტყობს ბუნების დაცვის აუცილებლობაზე.
ძალიან კარგია რომ აქტიურად ხარ ჩართული ბუნების დაცვასა და მოვლის გაუმჯობესების პატარა პროექტში. მე ძალიან დიდი სიამოვნებით ვნახავდი შენს განხორციელებულ პროექტს და დაველოდები. წარმატებებს გისურვებ
ReplyDeleteძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ინგა. რამოდენიმე დღეში ავტვირთავ ამ მასალებს. სამწუხაროდ ჯერ მთლიანად არ მაქვს დამთავრებული პროექტზე მუშაობა მაგრამ შევეცდები ორშაბათამდე ავტვირთო ეს ყველაფერი.
ReplyDelete