ჩერნობილის კატასტროფა და მისი შედეგები
ჩერნობილის კატასტროფა 1986 წლის 26 აპრილს უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკზე მოხდა. ეს იყო ბირთვულ მოვლენათა საერთაშორისო შკალით მეშვიდე დონის ერთადერთი შემთხვევა ისტორიაში. ბირთვული აფეთქების შედეგად რეაქტორი მთლიანად დაინგრა, რამაც რეაქტორის მიმდებარე ვრცელი ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია. ის შეფასებულია, როგორც უდიდესი ავარია ატომური ენერგეტიკის ისტორიაში, როგორც დაღუპულთა და მისგან დაშვებულ ადამიანთა რაოდენობით, ისე ეკოლოგიური დაბინძურებითა და ეკონომიკური ზიანით. მართლაც უდიდესი ზიანი მოუტანა ამ აფეთქებამ უკრაინას. ამ მოვლენამ მოუტანა უდიდესი ზიანი უკრაინის გარემოს. გარემო კი უდიდეს როლს ასრულებს ადამიანის ცხოვრებაში. სწორედ ამ აფეთქების შემდეგ უკრაინაში საშინელი ვითარება შეიქმნა. იბადებოდნენ დაავადებული ადამიანები.. ეს მართლაც საშინელება იყო და როდესაც ამ ბავშვების სურათებს ვუყურებ ტანში ჟრუანტელი მივლის, ეს მართლაც საშინელება იყო! ახლა მე შემიძლია ფოტოები დავურთო ამ პოსტს და მინდა თქვენც გაიზიაროთ ის შეგრძნება რაც მე ვიგრძენი ამ სურათების ხილვისას
No comments:
Post a Comment