Sunday, May 24, 2015

ჰაერის დაცვა

ჰაერი როგორც ყველამ ვიცით ყოველდღიურად ბინძურდება სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედებით. მაგალითისთვის ავიღოთ ავტომობილების გამონაბოლქვი. ავტომობილის გამონაბოლქვი არის ყველასთვის ნაცნობი შემთხვევა როდესაც ჰაერი განუზომელ ზიანს იღებს. მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის რომ არა მხოლოდ ავტომობილები არამედ კიდევ ბევრი რამ განაპირობებს ჰაერის დაბინძურებას. ჯერ მხოლოდ ფაბრიკა-ქარხნები წელიწადში 22 მილიარდ ტონა ნახშირორჟანგს და სხვა ცუდი ნივთიერებებით აბინძურებენ ჰაერს. სწორედ ამიტომ ჰაერი ბინძურდება ყოვეელდღიურად. არადა როგორ ძალიან გვჭირდება ადამიანს ჰაერი (ჟანგბადი)!იმიტომ რომ ადამიანი თავისი სიცოცხლის მანძილზე იმდენ ჰაერს ისუნთქებს, რომ რამდენი საჭმელიც გვაქვს ნაჭამი და აგრეთვე წყალი დალეული მთელი სიცოცხლის მანძილზე, ეს რომ ავწონოთ მაინც ნაკლები გამოვა იმაზე, თუ რამდენ ჰაერს ვისუნთქებთ. და თქვენ წარმოიდგინეთ ამდენი ჰაერი, რომ სულ ცუდი ნივთიერებები ვისუნთქოთ რამხელა ზარალს მივიღებთ ადამიანები! მაგრამ საქმე ისაა, რომ ამით გარემოსაც დიდ ზარალს ვაყენებთ ადამიანები. ამიტომ დასკვნით ნაწილში მე მინდა მივიდე იმ დასკვნამდე, რომ საჭიროა ახალი ტექნოლოგიების შემოღება იმისათვის, რომ დავიცვათ ჰაერის სისუფთავე, რადგან ეს ისევ ადამიანებისთვის არის კარგი!

No comments:

Post a Comment