Sunday, May 31, 2015

ბლოგზე 1 თვის მუშაობის შედეგები

ესაც მაისის ბოლო დღე😊 ამ პოსტში მინდა დავტიო ის ყველაფერი რასაც მე ამ ბლოგზე მუშაობისას ვგრძნობდი😊 და რათქმაუნდა კიდევ ბევრ პოსტს დავწერ😊 ამ ბლოგზე მუშაობამ ბევრი რამ მასწავლა😊 გავიგე აგრეთვე ბევრი რამ, რაც არვიცოდი აქამდე😊 მე მართალია არ მეცალა ხოლმე დღისით და ვერ ვწერდი პოსტებს, მაგრამ იმდენად მიყვარდა და იმდენად მქონდა ამ ბლოგზე პოსტების დაწერის სურვილი, რომ ზოგჯერ ღამის 3 საათზე ვწერდი პოსტებს😊😊 ზოგ პოსტში ჩემს სულიერ განწყობასაც გამოვხატავდი😊 მაგალითად ,,მთა ჩემი სულია!'', ,,ექსკურსია წვერის წმინდა გიორგის ეკლესიაში'', ,,მე ბუნების მიმართ'', ,,ბუნება ჩემი სულის მკურნალია'' და ასე შემდეგ.. 😊😊 როგორც ყველა კონკურსში მონაწილე მეც მადლობას გადავუხდი სიქას, მომავლის თაობას, USAID-ს და PH international-ს.. ყველას უღრმესი მადლობა😊😊 დიდი ხნის განმავლობაში ველოდი მაისის ბოლოს😊 და აი დადგა ეს დღეც😊 არ ვიცი რამდენად კარგად ვაწარმოებდი ბლოგს, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერს კარგად გავართვი თავი😊 წარმატებები ყველას!😊❤❤ 

Saturday, May 30, 2015

ექსკურსია წვერის წმინდა გიორგის ეკლესიაში

2015 წლის 30 მაისი😊 დღე, რომელიც არ დამავიწყდება არასდროს😊 დილით ადრიანად დავიძარით წვერისაკენ.. მანქანამ მოძრაობის სიჩქარე შეანელა და ასურეთისაკენ გადაუხვია.. ვიცოდი, რომ წინ ბუნების საოცარი ხედები მელოდა😊😊 გარკვეული მანძილის გავლისას ტბისის ტბაც გამოჩნდა😊 აი სწორედ აქედან დაიწყო მთელი ღირსშესანიშნავი ადგილები😊 ირგვლივ ყველაფერს მწვანე ფერი დასდებოდა.. ბუნება ხარობდა😊 მეც ბუნებასთან ერთად ვხარობდი ამ ულამაზესი ხედების შემყურე, მაგრამ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ იყო😊 მე მანქანის ფანჯარასთან ხელზე დაყრდნობილი ვტკბებოდი ამ სანახაობების შემყურე😊 ასე გავიარე ბევრი სოფელი, ამლივი, ორბეთი, ბირთვისი და კიდევ ბევრი.. და წვერსაც მივადექით😊 მანქანის კარი გავაღე, მიწაზე ფეხი დავდგი და გაოცებული ვიყურებოდი აქეთ-იქით... ირგვლივ ვხედავდი მაღალ კლდეებს, თითქოს ერთი ნაპირი სულ რაღაც 2 წუთის წინ მოსწყვეტია ამ კლდეს და ახლა კიდევ აპირებსო ჩამოშლას, იქ უზარმაზარი ხეები იყო, სულ მწვანეში იყო ჩაფლული იქაურობა😊 მაღლა ცაზე მზე კაშკაშებდა და მზესთან ერთად თეთრი, რაღაც საოცარი ღრუბლები დაჰპატრონებოდა ზეცას, დაბლა კი, მიწაზე მინდორი გვირილებისგან და ქრისტესისხლასგან ზოგან თეთრად, ზოგან კი ყვითლად კაშკაშებდა😊😊 ამ სანახაობით განცვიფრებული დიდხანს ვიდექი ერთ ადგილას გარინდებული... მერე თვალი მოვკარი ჩემს ოჯახის წევრებს, რომლებიც ეკლესიისკენ მიდიოდნენ, მეც იქით გავეშურე😊 იქ მისასვლელად ერთი გზა იყო, რომელსაც გვერდებიდან სულ ხეები ფარავდნენ და ადგილი არ იყო სადაც მზე ჩამოაღწევდა😊😊 სიარულის შემდეგ გამოჩნდა ეკლესიაც😊 მაღალ კლდის სვეტზე წამოჭიმულიყო პატარა ეკლესია😊 თითქოს იქაურობის ბატონ-პატრონი იყო😊😊 ყველაფერი მშვენიერი იყო😊 თავი ზღაპარში მეგონა😊 საღამოს წამოვედი ამ ზღაპრული ადგილიდან😊 გზაში ისევ ის ულამაზესი ადგილები😊😊 ოჰ, რაკარგი იყო😊 მერე მანქანა ასურეთს გამოსცდა და ჩემი ზღაპარიც დასრულდა😏😏 ყველაზე მაგარი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში!❤❤❤