Thursday, April 30, 2015

ოცდამეერთე საუკუნე პოლიეთინელის ხანაა!

                 ოცდამეერთე საუკუნე მართლაც პოლიეთინელის ხანაა სამწუხაროდ. იმ ნივთების უმრავლესობა რომელიც ყოველდღიურად გვჭირდება პოლიეთინელისაგან შედგება. ეს ცუდია იმით, რომ პოლიეთინელის პარკში ვინახავთ საკვებს და შემდეგ ვიყენებთ ამ საკვებს, ხოლო მეორე მხრივ ცუდია იმით, რომ პოლიეთინელი აბინძურებს გარემოს და უდიდესი ზარალიი მოაქვს გარემოსთვის. თუ ის ნიადაგში მოხვდა ამ შემთხვევაში ნიადაგი სხვადასხვა ტოქსიკური ნივთიერებებით ბინძურდება რაც დიდიხნის განმავლობაში რჩება ნიადაგში და ამ ნიადაგიდან ეს ნივთიერებები ჩვენს ორგანიზმში ხვდება და ალბათ ყველამ ვიცით, რომ ეს ძალიან ცუდია ჩვენი ორგანიზმისათვის.      
ბევრმა განვითარებულმა ქვეყანამ აკრძალა პოლიეთინელის გამოყენება და ეს ძალიან კარგიც არის.იმედია მალე ეს ჩვენს ქვეყანაშიც მოხდება და პოლიეთინელის გამოყენება აიკრძალება ეს ხელს შეუწყობს ჩვენი და ზოგადად მთელი მსოფლიოს განვითარებას და გარემო აღარ მიიღებს იმდენ ზარალს რასაც ის ღებულობს დღეს. ჩემი აზრით, იმისათვის რო მსოფლიოში შევამციროთ პოლიეთინელის გამოყენება და თავიდან ავიცცილოთ ის დიდი ზარალი რაც პოლიეთინელს მოაქვს ამისათვვის მის აკრძალვასთან ერთად საჭიროა გარემოს მოვუფრთხილდეთ და შევამციროთ პოლიეთინელის ის რაოდენობა, რომელიც დღეს დედამიწაზეა, საჭიროა პოლიეთინელის პარკები გადამუშავდეს და ამის მეშვეობით ახალი ნივთები დავამზადოთ. ეს თავის მხრივ ეკონომიურიც არის და მეორე მხრივ თავიდან ავიცილებთ იმ დიდ პრობლემას რომელიც პოლიეთინელის გარემოში მოხვედრა იწვევს.

No comments:

Post a Comment