Thursday, April 30, 2015

ოცდამეერთე საუკუნე პოლიეთინელის ხანაა!

                 ოცდამეერთე საუკუნე მართლაც პოლიეთინელის ხანაა სამწუხაროდ. იმ ნივთების უმრავლესობა რომელიც ყოველდღიურად გვჭირდება პოლიეთინელისაგან შედგება. ეს ცუდია იმით, რომ პოლიეთინელის პარკში ვინახავთ საკვებს და შემდეგ ვიყენებთ ამ საკვებს, ხოლო მეორე მხრივ ცუდია იმით, რომ პოლიეთინელი აბინძურებს გარემოს და უდიდესი ზარალიი მოაქვს გარემოსთვის. თუ ის ნიადაგში მოხვდა ამ შემთხვევაში ნიადაგი სხვადასხვა ტოქსიკური ნივთიერებებით ბინძურდება რაც დიდიხნის განმავლობაში რჩება ნიადაგში და ამ ნიადაგიდან ეს ნივთიერებები ჩვენს ორგანიზმში ხვდება და ალბათ ყველამ ვიცით, რომ ეს ძალიან ცუდია ჩვენი ორგანიზმისათვის.      
ბევრმა განვითარებულმა ქვეყანამ აკრძალა პოლიეთინელის გამოყენება და ეს ძალიან კარგიც არის.იმედია მალე ეს ჩვენს ქვეყანაშიც მოხდება და პოლიეთინელის გამოყენება აიკრძალება ეს ხელს შეუწყობს ჩვენი და ზოგადად მთელი მსოფლიოს განვითარებას და გარემო აღარ მიიღებს იმდენ ზარალს რასაც ის ღებულობს დღეს. ჩემი აზრით, იმისათვის რო მსოფლიოში შევამციროთ პოლიეთინელის გამოყენება და თავიდან ავიცცილოთ ის დიდი ზარალი რაც პოლიეთინელს მოაქვს ამისათვვის მის აკრძალვასთან ერთად საჭიროა გარემოს მოვუფრთხილდეთ და შევამციროთ პოლიეთინელის ის რაოდენობა, რომელიც დღეს დედამიწაზეა, საჭიროა პოლიეთინელის პარკები გადამუშავდეს და ამის მეშვეობით ახალი ნივთები დავამზადოთ. ეს თავის მხრივ ეკონომიურიც არის და მეორე მხრივ თავიდან ავიცილებთ იმ დიდ პრობლემას რომელიც პოლიეთინელის გარემოში მოხვედრა იწვევს.

Wednesday, April 29, 2015

რა აბინძურებს ჰაერს


იქ სადაც ჩვენ ვცხოვრობთ ჰაერი ისეთი სუფთა არ არის როგორიც მაგალითად მთიდან მონაბერი ჰაერი, ან ზღვიდან მონაბერი ჰაერი. ეს იმიტომ, რომ ჰაერი მხოლოდ ადამიანის საქმიანობის გამო კი არ ბინძურდება, არამედ ბუნებრივი პროცესების შედეგადაც ბინძურდება. პირველს სურათზე გამოსახულია გარემოს დაბინძურება ადამიანის ზემოქმედებით. თუმცა მხოლოდ ადამიანები არ აბინძურებენ გარემოს. გარემოს დაბინძურება ხდება როგორცც ადამიანის ზემოქმედებით ასევე ბუნებრივადაც. ყოველწლიურად ჰაერში ხვდება უამრავი ნივთიერება, რომელიც ცვლის მის შედგენილობას, მოაქვს უსიამოვნო სუნი, მოქმედებს კილამტზე, გარემოსა და ჯანმრთელობაზე. ჰაერის დაბინძურება რათქმაუნდა გარე

მოს დაბინძურებას ნიშნავს. ჰაერი კი ბუნებრივარაც ბინძურდება. მაგალითად: ვულკანის ამოფრქვევა. ვულკანის ამოფრქვევას თან ახლავს ძალიან ბევრი ცუდი ნივთიერების ჰაერში გავრცელება. ამრიგად, დაბინძურების წყარო შეიძლება იყოს ბუნებრივი პირობებით გამოწვეული ან ადამიანის საქმიანობის შედეგებით განპირობებული.
                                  

Tuesday, April 28, 2015

არ დავაბინძუროთ გარემო!

სურათზე ასახულია ადამიანის ზემოქმედებით დაბინძურებული მცირე ტერიტორია. მიუხედავად იმისა, რომ ქუჩებში, სკვერებში, პარკებში და სხვა ადგილებში სანაგვე ურნები დგას ადამიანი მაინც ზიანს აყენებს გარემოს. შეიძლება ერთმა ადამიანმა განსაზღვრულ ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი დასახელების ნარჩენი (მაგალითად პოლიეთინელის პარკი) დააგდოს ეს მაინც უდიდეს ზარალს აყენებს გარემოს, ვინაიდან ამ ტერიტორიაზე ერთის გარდა კიდევ სხვა გადააგდებს ნარჩენს, ასე და ამ გვარად ადამიანი განუსაზღვრელ ზიანს მიაყენებს თავისი გადაგდებული ერთადერთი ნარჩენით და საბოლოოდ იმ ზომამდე მიიყვანს და ბუნება ისეთ სახეს მიიღებს, როგორიც მეორე სურათზეა ნაჩვენები. ამიტომ ადამიანებმა თავი უნდა შევიკავოთ ნაგვის დაყრისაგან, გავუფრთხილდეთ და არ დავაბინძუროთ გარემო!

Sunday, April 26, 2015

გლობალური დათბობა

გლობალური დათბობა მრავალი მეცნიერის და მათ შორის ჩემი აზრითაც დედამიწაზე კატასტროფას უქადის დედამიწაზე სიცოცხლეს. სინამდვილეში, რა იწვევს გლობალური დათბობის განვითარების პროცესს? გლობალურ დათბობას იწვევს ჰაერში დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგისა და წლის დაგროვება, რაც გამოწვეულია გარემოს დაბინძურებით. ქარხნების და მანქანების გამონაბოლქვი აჩქარებს ამ პროცესს და ყოველწლიურად 22 მილიარდ ტონა ნახშირორჟანგს გამოყოფენ. თუ ასე გაგრძელდა 2100 წლისთვის ტემპერატურა 6 გრადუსით მოიმატებს და დედამიწას დიდი საფრთხე დაემუქრება.

Friday, April 24, 2015

რისთვის დავიცვათ გარემო?

ბუნების დაცვა აუცილებელია, როგორც ადამიანებისთვის, ისე მთელი სამყაროსათვის სადაც შედის ყველა ცოცხალი თუ არაცოცხალი ორგანიზმი. გარემოს დაბინძურება ხელს უწყობს გლობალური დათბობის პროცესის განვითარებას, რაც ძალიან ცუდია ყველა ორგანიზმისათვის. ადამიანები უნდა გავუფრთხილდეთ გარემოს, რადგან ის ჩვენი სიცოცხლის მთავარი წყაროა. თუ ადამიანები არ გავუფრთხილდებით გარემოს და ინტენსიურად დავაბინძურებთ, მაშინ მცენარეები ვეღარ გაიხარებენ იმიტომ, რომ მიწაში მოხვედრილი მავნე ნივთიერებები საფრთხეს შეუქმნის მცენარეს. მცენარე თავის მხრივ ვეღარ მოგვაწვდის ჟანგბადს და ცოცხალი ორგანიზმები დაიხოცებიან. ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ დედამიწას, რადგან ის ვიხსნათ განადგურებისაგან.

Monday, April 20, 2015

ბუნება, მიმოხილვა

ბუნება  — მატერიალური სამყარო, მსოფლიო მთელი მატერია და ენერგია მის საწყის ფორმაში, მეცნიერული შესწავლის ძირითადი საგანი. ტერმინი ხშირად გამოიყენება ადამიანი არსებობის ბინებრივი გარემოს მნიშვნელობით (ყველაფერი რაც ჩვენს ირგვლივ გვაკრავს, ადამიანის ხელით შექმნილის გარდა).
    ბუნების ლათინური ეკვივალენტი natura მნიშვნელობით ენათესავება "დაბადებას", მაშინ როდესაც ბერძნული φύσις (ფიზის) უკავშირდება "ზრდას". ბუნების სპექტრი მოიცავს ყველაფერს უნივერსალურიდან სუბატომურამდე მასში შედის ყველაფერი ცხოველური, მცენარეული და მინერალური; ყველა ნატურალური რესურსი და მოვლენა (ქარიშხალი, ჭექა-ქუხილი, მიწისძვრ და მისთ.). ის ასევე მოიცავს ცხოველურ არსებათა ქცევასაც და უსულო საგნებთან დაკავშირებულ პროცესებსაც - თუ რა სახით იცვლება ეს საგნები.