Tuesday, June 30, 2015

ბუნების მშვენიერება

რატომღაც ძალიან მომწონს ეს სურათი... სურათის ხილვისას ისეთი შთაბეჭდილება მრჩება თითქოს ცხოველებიც გრძნობენ რომ ამ ლამაზ ხედებს საფრთხე ემუქრებათ და ხარობენ სანამ რამე დაემართება.. თითქოს ასე არ არის რომ? ეჰჰ.. ვაი რომ ასეა! მაგრამ მაინც რატომ უნდა იყოს ეს ყველაფერი ასე? რისთვის ვიზრდებით? თუ ქვეყანას არ ვარგეთ ღირს კი ადამიანის სიცოცხლე? განა არ წაგვიკითხავს
                           ,,არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს
                             იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნოს''
მართლაც ასეა.. ამისთვის ვიზრდებით რომ ქვეყანას ვარგოთ და მათ შორის დავიცვათ ბუნება, რაც ყოვლად ალამაზებს საქართველოს! განა რითია განთქმული ჩვენი სამშობლო? განა ბუნება არ იზიდავს უცხოელებს ზუსტად? და რა უფლება გვაქვს ჩვენ, მომავალ თაობას, რომ არ დავიცვათ და არ გავუფრთხილდეთ მას? რათქმაუნდა არ გვეპატიება.. და მე ვარ მომავლის თაობა და არ დავუშვებ რომ ასე ადვილად მოისპოს საქართველოს უმშვენიერესი ბუნება!

Sunday, May 31, 2015

ბლოგზე 1 თვის მუშაობის შედეგები

ესაც მაისის ბოლო დღე😊 ამ პოსტში მინდა დავტიო ის ყველაფერი რასაც მე ამ ბლოგზე მუშაობისას ვგრძნობდი😊 და რათქმაუნდა კიდევ ბევრ პოსტს დავწერ😊 ამ ბლოგზე მუშაობამ ბევრი რამ მასწავლა😊 გავიგე აგრეთვე ბევრი რამ, რაც არვიცოდი აქამდე😊 მე მართალია არ მეცალა ხოლმე დღისით და ვერ ვწერდი პოსტებს, მაგრამ იმდენად მიყვარდა და იმდენად მქონდა ამ ბლოგზე პოსტების დაწერის სურვილი, რომ ზოგჯერ ღამის 3 საათზე ვწერდი პოსტებს😊😊 ზოგ პოსტში ჩემს სულიერ განწყობასაც გამოვხატავდი😊 მაგალითად ,,მთა ჩემი სულია!'', ,,ექსკურსია წვერის წმინდა გიორგის ეკლესიაში'', ,,მე ბუნების მიმართ'', ,,ბუნება ჩემი სულის მკურნალია'' და ასე შემდეგ.. 😊😊 როგორც ყველა კონკურსში მონაწილე მეც მადლობას გადავუხდი სიქას, მომავლის თაობას, USAID-ს და PH international-ს.. ყველას უღრმესი მადლობა😊😊 დიდი ხნის განმავლობაში ველოდი მაისის ბოლოს😊 და აი დადგა ეს დღეც😊 არ ვიცი რამდენად კარგად ვაწარმოებდი ბლოგს, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერს კარგად გავართვი თავი😊 წარმატებები ყველას!😊❤❤ 

Saturday, May 30, 2015

ექსკურსია წვერის წმინდა გიორგის ეკლესიაში

2015 წლის 30 მაისი😊 დღე, რომელიც არ დამავიწყდება არასდროს😊 დილით ადრიანად დავიძარით წვერისაკენ.. მანქანამ მოძრაობის სიჩქარე შეანელა და ასურეთისაკენ გადაუხვია.. ვიცოდი, რომ წინ ბუნების საოცარი ხედები მელოდა😊😊 გარკვეული მანძილის გავლისას ტბისის ტბაც გამოჩნდა😊 აი სწორედ აქედან დაიწყო მთელი ღირსშესანიშნავი ადგილები😊 ირგვლივ ყველაფერს მწვანე ფერი დასდებოდა.. ბუნება ხარობდა😊 მეც ბუნებასთან ერთად ვხარობდი ამ ულამაზესი ხედების შემყურე, მაგრამ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ იყო😊 მე მანქანის ფანჯარასთან ხელზე დაყრდნობილი ვტკბებოდი ამ სანახაობების შემყურე😊 ასე გავიარე ბევრი სოფელი, ამლივი, ორბეთი, ბირთვისი და კიდევ ბევრი.. და წვერსაც მივადექით😊 მანქანის კარი გავაღე, მიწაზე ფეხი დავდგი და გაოცებული ვიყურებოდი აქეთ-იქით... ირგვლივ ვხედავდი მაღალ კლდეებს, თითქოს ერთი ნაპირი სულ რაღაც 2 წუთის წინ მოსწყვეტია ამ კლდეს და ახლა კიდევ აპირებსო ჩამოშლას, იქ უზარმაზარი ხეები იყო, სულ მწვანეში იყო ჩაფლული იქაურობა😊 მაღლა ცაზე მზე კაშკაშებდა და მზესთან ერთად თეთრი, რაღაც საოცარი ღრუბლები დაჰპატრონებოდა ზეცას, დაბლა კი, მიწაზე მინდორი გვირილებისგან და ქრისტესისხლასგან ზოგან თეთრად, ზოგან კი ყვითლად კაშკაშებდა😊😊 ამ სანახაობით განცვიფრებული დიდხანს ვიდექი ერთ ადგილას გარინდებული... მერე თვალი მოვკარი ჩემს ოჯახის წევრებს, რომლებიც ეკლესიისკენ მიდიოდნენ, მეც იქით გავეშურე😊 იქ მისასვლელად ერთი გზა იყო, რომელსაც გვერდებიდან სულ ხეები ფარავდნენ და ადგილი არ იყო სადაც მზე ჩამოაღწევდა😊😊 სიარულის შემდეგ გამოჩნდა ეკლესიაც😊 მაღალ კლდის სვეტზე წამოჭიმულიყო პატარა ეკლესია😊 თითქოს იქაურობის ბატონ-პატრონი იყო😊😊 ყველაფერი მშვენიერი იყო😊 თავი ზღაპარში მეგონა😊 საღამოს წამოვედი ამ ზღაპრული ადგილიდან😊 გზაში ისევ ის ულამაზესი ადგილები😊😊 ოჰ, რაკარგი იყო😊 მერე მანქანა ასურეთს გამოსცდა და ჩემი ზღაპარიც დასრულდა😏😏 ყველაზე მაგარი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში!❤❤❤