8
დეკემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ერტისის საჯარო სკოლაში X
კლასელებმა მოვაწყვეთ ბუნების დაცვასთან დაკავშირებით კრება. კრებაზე
განვიხილეთ ის ეკოლოგიური პრობლემები, რაც აწუხებს ჩვენს სკოლას და სოფელს,
ვისაუბრეთ მათი გადაჭრის გზებზე, ჩამოვაყალიბეთ კლუბი ,,ბუნების
დამცველები”, დავამზადეთ პლაკატები და პოსტერები. აგრეთვე კრებაზე
დავგეგმეთ ჩვენს სოფელში არსებული ეკლესიის ტერიტორიის დასუფთავება, სკოლის
ტერიტორიის და სოფლის ღირსშესანიშნავი ძეგლების მიმდებარე ტერიტორიის
დასუფთავება.
გარემო და ადამიანი
Monday, February 1, 2016
საუბარი V კლასთან
მე და ჩემმა კლასელმა გიორგი ახვლედიანმა გადავწყვიტეთ მეხუთე კლასელებთან გასაუბრება.
ჩვენ ვესაუბრეთ მათ გარემოს შესახებ, აგრეთვე ვკითხეთ ბავშვებს თუ რა პრობლემები აუხებდა ჩვენს სოფელს ამ მხრივ. ბავშვებმა თავიანთი მოსაზრება გამოთქვეს ბუნების დაცვის შესახებ და მათ დიდი სურვილი გამოთქვეს ჩვენ კლუბის წევრებთან, ,,ბუნების დამცველებთან'' ერთად იმონაწილეონ ბუნების დაცვის ღონისძიებებში.

Friday, January 29, 2016
:)
მოგესალმებით! სამწუხაროდ გარკვეული დროის მანძილზე ბლოგზე მუშაობის შეწყვეტა მომიწია, რაზეც ძალიან ვწუხვარ. ეს უამრავმა ფაქტორმა განაპირობა, თუმცა ვერ ვიტყვი იმას, რომ რადგანაც ბლოგზე ვერ ვმუშაობდი არაფერს აღარ ვაკეთებდი გარემოს დასაცავად, პირიქით მე ამ ბლოგზე მუშაობით ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე, რასაც შემდეგში და ახლაც ვიყენებ. ამ დროის მანძილზე მე ბევრი აქტივობა ჩავატარე ჩემს კლასთან ერთად, რასაც ნელ–ნელა გამოვაქვეყნებ. იმედი მაქვს მოგეწონებათ ეს აქტივობები ^^ დღეიდან კი მაქსიმალურად ვეცდები გავაგრძელო ბლოგზე მუშაობა.
Friday, October 16, 2015
Tuesday, June 30, 2015
ბუნების მშვენიერება
რატომღაც ძალიან მომწონს ეს სურათი... სურათის ხილვისას ისეთი შთაბეჭდილება მრჩება თითქოს ცხოველებიც გრძნობენ რომ ამ ლამაზ ხედებს საფრთხე ემუქრებათ და ხარობენ სანამ რამე დაემართება.. თითქოს ასე არ არის რომ? ეჰჰ.. ვაი რომ ასეა! მაგრამ მაინც რატომ უნდა იყოს ეს ყველაფერი ასე? რისთვის ვიზრდებით? თუ ქვეყანას არ ვარგეთ ღირს კი ადამიანის სიცოცხლე? განა არ წაგვიკითხავს
,,არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს
იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნოს''
მართლაც ასეა.. ამისთვის ვიზრდებით რომ ქვეყანას ვარგოთ და მათ შორის დავიცვათ ბუნება, რაც ყოვლად ალამაზებს საქართველოს! განა რითია განთქმული ჩვენი სამშობლო? განა ბუნება არ იზიდავს უცხოელებს ზუსტად? და რა უფლება გვაქვს ჩვენ, მომავალ თაობას, რომ არ დავიცვათ და არ გავუფრთხილდეთ მას? რათქმაუნდა არ გვეპატიება.. და მე ვარ მომავლის თაობა და არ დავუშვებ რომ ასე ადვილად მოისპოს საქართველოს უმშვენიერესი ბუნება!

Sunday, May 31, 2015
ბლოგზე 1 თვის მუშაობის შედეგები
ესაც მაისის ბოლო დღე ამ პოსტში მინდა დავტიო ის ყველაფერი რასაც მე ამ ბლოგზე მუშაობისას ვგრძნობდი და რათქმაუნდა კიდევ ბევრ პოსტს დავწერ ამ ბლოგზე მუშაობამ ბევრი რამ მასწავლა გავიგე აგრეთვე ბევრი რამ, რაც არვიცოდი აქამდე მე მართალია არ მეცალა ხოლმე დღისით და ვერ ვწერდი პოსტებს, მაგრამ იმდენად მიყვარდა და იმდენად მქონდა ამ ბლოგზე პოსტების დაწერის სურვილი, რომ ზოგჯერ ღამის 3 საათზე ვწერდი პოსტებს ზოგ პოსტში ჩემს სულიერ განწყობასაც გამოვხატავდი მაგალითად ,,მთა ჩემი სულია!'', ,,ექსკურსია წვერის წმინდა გიორგის ეკლესიაში'', ,,მე ბუნების მიმართ'', ,,ბუნება ჩემი სულის მკურნალია'' და ასე შემდეგ.. როგორც ყველა კონკურსში მონაწილე მეც მადლობას გადავუხდი სიქას, მომავლის თაობას, USAID-ს და PH international-ს.. ყველას უღრმესი მადლობა დიდი ხნის განმავლობაში ველოდი მაისის ბოლოს და აი დადგა ეს დღეც არ ვიცი რამდენად კარგად ვაწარმოებდი ბლოგს, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერს კარგად გავართვი თავი წარმატებები ყველას!
Saturday, May 30, 2015
ექსკურსია წვერის წმინდა გიორგის ეკლესიაში
Subscribe to:
Posts (Atom)