Sotkon ეს არის ბაზრის ლიდერი კომპანია იბერიაში რომელიც ემსახურება გარემოს დაცვას და სწორედ Sotkon-ს ეკუთვნის მიწისქვეშა კონტეინერები, რომლის მეშვეობითაც გარემოს დაცვა ხორციელდება. როდესაც მე დავათვალიერე და გავეცანი Sotkon-ის მუშაობას და განხორციელებულ პროექტებს მე აღფრთოვანებული დავრჩი ამ ყველაფრით რადგან ეს არის უნიკალური გზა ბუნების დაცვისათვის. კონკტეინერები არის ჩაყენებული მიწის ქვეშ. ეს შესაბამისად არ იკავებს დიდ ადგილს და არ ამახინჯებს ხედს.და რაც მთავარია იცავს ბუნებას ნაგვისაგან. მე მაგალითად კიდევ ერთი დადებით თვისებაზეც შემიძლია ვილაპარაკო. მაგალითად როდესაც სანაგვე ურნები დგას ქუჩაში. იქ ყრია ისეთი ნარჩენები როგორებიცაა: პლასტამასა და პოლიეთინელი. მათ მზეზე ყოფნას მოსდევს ჰაერში ცუდი ნივთიერებების დაგროვება, რაც თავის მხრივ ვნებს ბუნებას. ხოლო Sotkon-ის მეშვეობით მიწისქვეშ ვერ აღწევს ვერანაირი მზის სხივები და შესაბამისად ამას ბევრი დადებითი თვისება აქვს. აგრეთვე კონტეინერის მოცულობაც დიდია და მასში უფრო მეტი ნაგავი ჩაეტევა. ალბათ ბევრს გვინახავს შემთხვევა როდესაც ურნები გავსებულია და ნაგავი მაინც გარემოშია მიმოფანტული. როგორც ჩემთვისაა ცნობილი Sotkon-ის პროექტები უკვე 12 ქვეყანაშია და ჩემი აზრით ძალიან კარგი იქნება თუ კიდევ და კიდევ უფრო მეტ ქვეყანაში იქნება მსგავსი კონტეინერები რათა დავიცვათ ბუნება მოსალოდნელი საშიშროებისაგან!
No comments:
Post a Comment